ეროზიული პროცესების გააქტიურებაზე საუბრობენ ხულოშიც. მოქალაქეები ხულო-ახალციხის გზაზე მიწის მასის ჩამოშლას ჰესისთვის გვირაბების მშენებლობას უკავშირებენ. გზაზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.
საუბარია ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ ვერ შევიდა, არადა “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულება ერთი წლის წინ ქვეყნის პრემიერმა საზეიმოდ აღნიშნა და გახსნაც დააანონსა.
მალევე ერთ-ერთი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება და მიზეზების დადგენას დრო სჭირდება.