მარგველაშვილი რუსეთზე - ''ცივი ომის დროს დაუცველ ქვეყნებში იწყება იარაღის ჟღარუნი, ჩვენ კი არ ვართ ნატოს წევრი''

02 მაისი 2018, 00:00 2203 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთთან ურთიერთობის საფრთხეებზე ისაუბრა. მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთი განვითარების აგრესიულ ფაზაშია და მსოფლიოსთან ცივ ომს აწარმოებს, ამ დროს კი, ყველაზე დიდი საფრთხე მესამე ქვეყნებს, დაუცველ სახელმწიფოებს ექმნებათ, რომელთა რიცხვს საქართველო მიეკუთვნება.  

"როდესაც ვახასიათებთ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ყურადღება უნდა მივაქციოთ მთავარ ფაქტორს - რუსეთის ფედერაციას. ჩვენს დიპლომატიას ამ მიმართულებით წარმატება აქვს. ფაქტია, რომ არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა და დასავლეთმა ზურგი აქცია ამ უსამართლობას, გვაქვს პოზიტიური დინამიკა გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა რეზოლუციასთან მიმართებაში.

რუსეთთან მიმართებაში მოთმინების პოლიტიკა არის სწორი და ადეკვატური, მთავარია არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, შესაძლებლობა გამოაჩინოს ძალა ჩვენთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო შევიდა რუსეთთან ამ ტიპის (ცივი ომის) ურთიერთობაში. 2018 წელი რუსეთის მხრიდან იქნა განსაზღვრულ ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ ცივი ომის დროს მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან დაცული ბოლომდე, საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, აი ამ ქვეყნებში იარაღის ჟღარუნი განახორციელოს. ამიტომ ჩვენ დღეს გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა. ახალ ფაზაში უნდა იყოს ჩვენი გაერთიანების მოტივაცია პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მოტივაცია გაერთიანების ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დაცვისთვის" - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი