ბათუმის საბაგირო გზა ჩაირთო

27 აპრილი 2018, 00:00 2168 ნახვა

რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის საბაგირო გზა გაჩერებული იყო.   მიზეზად მიმღები სადგურის მენეჯერი ელექტროენერგიის  გაუფრთხილებლად შეწყვეტას ასახელებს. შეზღუდვის დროს მგზავრები გონდოლაში ისხდნენ.

მირანდა ლამპარაძის განმარტებით, სათადარიგო გენერატორი ავტომატურად ჩაირთო და ყველა მგზავრი დროულად, შეფერხების გარეშე  ჩამოიყვანეს.

საპირისპიროს აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში’’. კომპანიაში ამბობენ, რომ  შუქის გათიშვის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელებული იყო, ელექტროენერგიის მიწოდება კი რამდენიმე წუთის წინ აღდგა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი