ბათუმის საბაგირო გაჩერებულია

27 აპრილი 2018, 00:00 3357 ნახვა

საბაგირო გზა რამდენიმე საათია გაჩერებულია. მიმღები სადგურის მენეჯერი ამბობს, რომ ელექტოენერგია გაუფრთხილებლად შეუწყდათ. აღნიშნულ დროს მგზავრები გონდოლაში ისხდნენ. მირანდა  ლამპარაძის განმარტებით, სათადარიგო გენერატორი ავტომატურად ჩაირთო და ყველა მგზავრი ჩამოიყვანეს.

''სამწუხაროდ შუქი გაგვითიშეს, არ გაგვაფრთხილეს. სანამ მგზავრები იყვნენ, გენერატორზე ვამუშავეთ. ჩამოვიყვანეთ ყველა მათგანი და შემდეგ გავჩერდით. მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი ამ დრომდე არ არის, ასე გვითხრეს 6 საათამდე არ იქნებაო'' - ამბობს მენეჯერი.

‘’ენრგო-პრო ჯორჯიაში’’ კი აცხადებენ, რომ შუქის გათიშვის შესახებ ინფორმაცია, საბაგიროს ადმინისტრაციაში გადაგზავნილი იყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 12 საათზე შეუწყდათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი