ქობულეთში მცხოვრები კვაჭანტირაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

25 აპრილი 2018, 00:00 2243 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები კვაჭანტირაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. რევაზ კვაჭანტირაძე  2011 წელს საფინანსო კომპანიისგან სესხის აღებისას ახლობელს თავდებად დაუდგა და უზრუნველყოფაში საცხოვრებელი სახლი ჩადო. 30 ათას ლარიანი სესხის გადაუხდელობის გამო, კომპანიამ გასახლება მოითხოვა, თუმცა ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესი გადაიდო.

დღეს ქობულეთში იპოთეკით დაზარალებულები ბათუმიდანაც ჩავიდნენ და პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. ისინი პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის განხილვის დაჩქარებას ითხოვენ. მოთხოვნის საპასუხოდ პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ განაცხადა, რომ პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და მალე პროექტის საკომიტეტო მოსმენები  დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი