გოდერძი ბეშუმის დამაკავშირებელი 11 კილომეტრიანი გზის კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დაიწყება. რაც შეეხება ხულო - ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყდება რომელი მონაკვეთიდან დაიწყება სამუშაოები.
გზასთან ახლოს მცხოვრები ოჯახებისგან მიწების გამოსყიდვა გრძელდება და ამ დროისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონამდე ლარია გაცემული.