მსოფლიო კი ნარჩენების მართვის ახალ საფეხურზე გადადის – ახალ ტენდენციას ამერიკის შეერთებული შტატების დიზაინერები და მწარმოებლებიც უერთდებიან, ისინი გამოყენებული მასალის გადამუშავებით ახალ, ლამაზ და ძვირადღირებულ ნივთებს ქმნიან. იქმნება ფუფუნების საგნებიც.
გასულ კვირას ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე არაერთმა კომპანიამ აჩვენა, რომ ერთხელ გამოყენებული მასალების დიდი ნაწილის დანიშნულების შეცვლა და მათი თავიდან გამოყენება სავსებით შესაძლებელია. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე დეტალებით.