ქვეითთა გადასასვლელები მწვანე ნარგავებთან - ბარიერები ''ზებრის'' ბოლოს

19 აპრილი 2018, 00:00 6947 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ე.წ. ზებრა გადასასვლელი ტროტუართან ახლოს იმ ადგილას დაიხაზა, სადაც მწვანე ნარგავებია გაშენებული. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ასეთ ნარგავებს, რომელიც ქვეითებს გადაადგილებას გაურთულებს, ალტერნატიულ ადგილას გადაიტანენ. ​

ქობულეთი რუსთაველის ქუჩა

ქობულეთი - ტურისტული რეგიონი

''ზებრა''

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში საგზაო მონიშვნების დახაზვა მიმდინარეობს. მილიონ 600 ათას ლარიანი პროექტის ფარგლებში ქუჩის ჰორიზონტალური მონიშვნაც მოხდება და ე.წ. ხმაურიანი ზოლი დაიხაზება. ქვეითთა გადასასვლელი 63 ლოკაციაზე მოეწყობა. ამის გარდა მოეწყობა 12 ერთეული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი. ასევე გამოიყოფა ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების ავტომობილის პარკინგსთვის და ავტობუსების გაჩარებისთვის. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი