სასწორები ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზაზე

15 აპრილი 2018, 00:00 6424 ნახვა

მაღალი გამავლობის ავტომობილებს უახლოეს მომავალში ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებისას სპეციალური სასწორით გააკონტროლებენ. იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული ტვირთის ზღვრული ნორმა გადაჭარბებული იქნება, მფლობელი დაჯარიმდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით მოლაპარაკებები შესაბამის ორგანოებთან უკვე დაწყებულია და სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ბათუმი - ახალციხის დამაკავშირებელი გზის ქედის მონაკვეთზე მძიმე წონიან ავტომობილებს ინერტული მასალები გადააქვთ, რის გამოც ცენტრალური გზის ქედის მონაკვეთი ხშირად ზიანდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში