ხულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მერიას მიმართავს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს ყოველთვიურად დახმარების სახით 100 ლარი დაუნიშნოს. ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ საკრებულოს სხდომაზე დააყენა თუმცა საკითხს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით ხულოში ამ ეტაპზე სულ ეტლით მოსარგებლე 55 პირია. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ბულბული აბაშიძე ამბობს, რომ საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება, მოხდება მისი ხელახლა შესწავლა და ამის შემდეგ გადაწყდება თუ კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები გატარდება.