რას სთავაზობს სახელმწიფო მეფუტკრეებს?

13 აპრილი 2018, 00:00 2301 ნახვა

ოჯახის ტრადიცია და თაფლის წარმოება შუახევში – სოფელ სამოლეთში მცხოვრები ნანული ბათაძე წლებია თაფლს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდის, თუმცა ამბობს რომ ეს საკმარისი არაა, რადგან ხშირად რეალიზაცია უჭირს.

გამოჰყავს სანთლებიც, მოთხოვნის შემთხვევაში კი ხდის თაფლის არაყსაც. ტრადიციის გაგრძელების სურვილს არ კარგავს, მოტივაცია კი, როგორც თავად გვიყვება წლიდან-წლამდე უქრება – ითხოვს სახელმწიფოს ხელშეწყობას და მეფუტკრეობის განვითარებისთვის ეფექტიანი პროგრამების განხორციელებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეწარმე ქალს კოოპერატივში გაერთიანებას ურჩევენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში