''ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას''- ფაროსანასთან  ბრძოლის  საკოორდინაციო  შტაბი ჩაქვში

13 აპრილი 2018, 00:00 1640 ნახვა

,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას”-ჩაქვში საკოორფიანციო  ცენტრი გაიხსნა. შტაბში მავნებლის წინააღმდეგ  საბრძოლველად კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება. დღესვე, ერთ-ერთ ოჯახში დამონტაჟდა სპეციალური ხაფანგმჭერი. ფერომონები ყველა მუნიციპალიტეტში 50 მეტრის დაშორებით განთავსდება, იმ ტერიტორიებზე სადაც ყველაზე მეტად დაფიქსირდება მავნებელი.

გასული წლის მონაცემებით რისკ-ფაქტორს შარშან ხელვაჩაური და ქობულეთი წარმოადგენდნენ. წელს აჭარას 20 ათასი ლიტრი პრეპერატი და 3 ათას  500 ცალი ფერომონი გადაეცა. რეგიონში მობილიზებულია 6 ერთული მაღალი გამავლობის მანქანა. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა მათი რაოდენობა გაიზარდოს. საკოორდინაციო შტაბს ჩაქვში  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

ამავე კატეგორიაში