გაზაფხულის ერთი დღე მთაში 

13 აპრილი 2018, 00:00 5748 ნახვა

აჭარის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივები ამ დროს კიტრს, პომიდორს, წიწაკას და მწვანილებს მცირე ზომის სათბურებში თესავენ. ადგილებს სპეციალურად არჩევენ, ანოყიერებენ, რწყავენ.

სოფლის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მესაქონლეობას აქტიურად მისდევს, გაზაფხულზე მათთვის პირუტყვის მოვლა გაცილებით უფრო მარტია. 

ზამთრისთვის შეშას ზაფხულში იმარაგებენ. პატარა ზომის ნაჭრებად ჩეხავენ და სახლთან ახლოს, სპეციალურად შერჩეულ ადგილას ალაგებენ, ზოგჯერ მარაგი მეორე ზამთრამდეც კი ჰყოფნით. 

სოფლის თითქმის ყველა ეზოში შეხვდებით ნალიას. ხის, მცირე ზომის ნაგებობაში თუთუნს, სიმინდს და სხვა პროდუქტებს ინახავენ. 

სოფლის მოსახლეობა მეფუტკრეობითაც არის დაკავებული. ოჯახების ნაწილი თაფლს ყიდის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი