პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 

10 აპრილი 2018, 00:00 2280 ნახვა

დღეიდან დაიწყო და  22 აპრილამდე გაგრძელდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია.  ამისთვის აპლიკანტებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს უნდა მიმართონ ან გაიარონ   რეგისტრაცია ელექტრონული წესით. ამ პროცედურის შემდეგ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები  სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეები რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე  გაივლიან ტესტირებას. ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი