შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ხულოში

10 აპრილი 2018, 00:00 2116 ნახვა

ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. პროცესის   შეჩერება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

კომპანიას სამუშაოები განსაზღვრულ დროში არ დაუწყია, რის გამოც შპს „უნივერსალი„ 29 ათასი ლარით დაჯარიმდა. მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონამდე  ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი