სამშენებლო რეგულაციები

09 აპრილი 2018, 00:00 2850 ნახვა

სამშენებლო კომპანიები უახლოეს მომავალში შესაძლოა, ვალდებულები გახდნენ დააზღვიონ ობიექტის ფარული დეფექტები, ანუ მაქსიმუმ ათი წლის განმავლობაში, მშენებელი, სადაზღვევო კომპანიის ჩართულობით, კორპუსის დაზიანების შემთხვევაში, მას კლიენტს უსასყიდლოდ შეუკეთებს.

ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა, თუმცა საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზეა. მთავრობა კონსულტაციებს სადაზღვევო კომპანიებთან გადის, ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთავარია შესაბამისმა ზედამხედველმა უწყებებმა ეფექტიანად იმუშაონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებისთვის საკითხი უინტერესო, ფაქტი კი შესაძლოა ფინანსური ზარალის მომტანი აღმოჩნდეს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი