ახალი ტარიფი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

08 აპრილი 2018, 00:00 10227 ნახვა

ახალი სატარიფო პოლიტიკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. 10 აპრილიდან ბაღის დათვალიერებისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქე 15, ხოლო საქართველოს მოქალაქე 8 ლარს გადაიხდის. ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებით,  ფასების დიფერენცირება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდა. შეღავათიანი ტარიფით პენსიონერები და  სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც 2 ლარს გადაიხდიან.

სკოლის მოსწავლეებისთვის კი  ტარიფი ერთი ლარია. უცვლელი რჩება ბაღის დათვალიერების უფასო სისტემა , ამის შესაძლებლობა ვიზიტორებს იმ 5 გამოფენაზე ექნება, რომელსაც ბაღის ადმინისტრაცია ყოველწლიურად ატარებს. ასევე პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს, ბათუმობასა და დამოუკიდებლობის დღეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი