ქედელი სპორტსმენები მალტაში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან. შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში 8-10 აპრილს გაიმართება. ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, ქეთი შავიშვილი და მირანდა გორგილაძე ქედის მერიამ, განათლების მინისტრმა და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის პრეზიდენტმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.
ისინი 12 გუნდს შეხვდებიან. ოლიმპიადის საგზური ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 27 ივნისს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მოიპოვეს.