გზის რეაბილიტაცია

07 აპრილი 2018, 00:00 1985 ნახვა

ჩაქვში, ქვედა აჭყვის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგო ასფალტის საფარი. 192 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია “ზიმო” ასრულებს.

ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს საგზაო დეპარტამენტი 15 მილიონზე მეტს დახარჯავს, დაგეგმილია 41 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა და ჯამში 20 კილომეტრი გზის მოასფალტება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსთან ერთად ქობულეთის მერი და პარლამენტში ქობულეთის  მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში