აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზამ” მატარებლის დამატებით რეისების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
5 -დან 10 აპრილამდე ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით ივლის. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10 საათსა 30 წუთზე გადის. ბათუმიდან კი 17 საათსა და 10 წუთზე.
დამატებითი რეისი დაინიშნა თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზეც.