ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმე

02 აპრილი 2018, 00:00 2690 ნახვა

სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წერილობით მიმართავს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სააგენტო ვალდებულია მოიკვლიოს ნებისმიერი შემთხვევა, მაშინ როდესაც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.

ფაქტის მოკვლევის მონიტორინგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს სახალხო დამცველი. 25 წლის ახალგაზრდა 30 მარტს გარდაიცვალა – მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. იყო თუ არა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანი და კვალიფიციური? ვითხოვთ ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას, ვითხოვთ დადასტურებულ პასუხებს არსებულ კითხვებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ვიზიარებთ მწუხარებას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ზუკა ფაღავას ოჯახს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი