26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მის მეგობრებს და თანამშრომლებს. ვარაუდობენ , რომ პაციენტს კლინიკაში არასათანადო მკურნალობა გაეწია და ფატალური შედეგიც სწორედ ამიტომ დადგა.
ყვებიან, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაში კუჭის ტკივილის სიმპტომებით შეიყვანეს და შესაბამისი მკურნალობაც ამ მიმართულებით გაეწია, თუმცა კლინიკამ მოგვიანებით გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება დაასახელა.