დავა სასამართლოში ქედის მერიასა და შპს “ახალშენს” შორის. მიზეზი მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მშენებლობა შეჩერებაა. მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზი შეუსრულებელი ვალდებულებებია. რის გამოც კომპანია ორჯერ დაჯარიმდა.
შპს “ახალშენში” ვადების შეუსრულებლობის მიზეზად კლიმატურ პირობებს ასახელებენ. ქედის მერის პირველი მოადგილის ამბობს, რომ მშენებლობის დასრულებისთვის დარჩენილი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შედგება და პროექტის დასასრულებლად ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება.