ცეცხლაურის მცხოვრებთა პრეტენზიები

31 მარტი 2018, 00:00 1606 ნახვა

სოფელ ცეცხლაურში ახალი საბავშო ბაღის გახსნაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა პრეტენზიები იმის გამო გამოთქვა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ბაღში ვერ მოხვდნენ. ბაღების გაერთიანებაში კი განგვიმარტეს, რომ 105 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი 5 და 6 წლის  ასაკის ბავშვებით შეივსო, ამიტომ 4 წლის აღსაზრდელები ბაღში სწავლას მომავალი წლიდან შეძლებენ.

ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებულია.  მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ეზოში საბავშვო ატრაქციონები განთავსდა. მშენებლობისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 530 ათას 204 ლარი დაიხარჯა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი