მახუნცეთში ვიზიტორთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება – ტურისტების დაინტერესებას ჩანჩქერისა და ისტორიული ხიდის გარდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტი იწვევს.
ვიზიტორებს შეუძლიათ ქედაში დაწურული ტრადიციული ღვინო და ამავე მუნიციპალიტეტში დამზადებული ტკბილეული დააგემოვნონ. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტურისტული ობიექტი 20 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა.