ქობულეთში ე.წ. კარიერის დასახლებაში ქუჩების  რეაბილიტაცია დაიწყო

29 მარტი 2018, 00:00 2431 ნახვა

ქობულეთში ე.წ. კარიერის დასახლებაში ქუჩების  რეაბილიტაცია დაიწყო. კეთილმოეწყობა ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩები თავისი ჩიხებით. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  უნდა მოეწყოს სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე კი დეკორატიული ფილები დაიგება, რის შემდეგაც გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების  განთავსება.

798 ათასი 888 ლარის ღირებულების პროექტი მერის განცხადებით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი