ვიზალიბერალიზაცია-შეფასებები პარლამენტში

27 მარტი 2018, 00:00 1962 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეები ხშირად ითხოვენ თავშესაფარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ქართული მხარის მიერ გატარებული ზომები კი  პოზიტიურია. რამდენმა ქართველმა დაარღვია ევროკავშირში ყოფნის ვადები ინფორმაცია ამის შესახებ შსს-ში არ აქვთ.

მინისტრის  მოადგილე ნინო ჯავახაძის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩადის ევროკავშირში, შესაძლოა  გადავიდეს სხვა ქვეყანაში  ან  შეიცვალოს სტატუსიც. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით უწყებას ეს სტატისტიკა არ აქვს. მმართველ გუნდს პოლიტიკას უწუნებს ოპოზიცია. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ევროპაში საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი