ვაიოს სკოლის მოსწავლეები მალტაში ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

27 მარტი 2018, 00:00 2168 ნახვა


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი 8 აპრილს მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მალტაში გაემგზავრება. მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში მსოფლიო ოლიმპიადის საგზური ვაიოს, საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა,  27 ივნისს, ქუთაისში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, თბილისის სასკოლო გუნდთან გამარჯვებით მოიპოვა.

ვაიოს საჯარო სკოლის ბაზაზე მაგიდის ჩოგბურთი 2009 წლიდან ისწავლება.  მალტაში ვაიოს საჯარო სკოლიდან ოთხი სპორტსმენი: ქეთი შავიშვილი, ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე და მირანდა გორგილაძე გაემგზავრებიან. გოგონათა გუნდის მწვრთნელები იოსებ მახაჭაძე და იმედა მახაჭაძეა. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გუშინ თბილისში საქართველოს განათლების მინისტრი შეხვდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი