წაბლანელების ნაწილი ბინების განაწილების პროტესტით უკმაყოფილოა

22 მარტი 2018, 00:00 2964 ნახვა

წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბათუმში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელს დამატებით 5 ოჯახი ითხოვს. აცხადებენ, რომ 30 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შედეგად ისინიც დაზარალდნენ, თუმცა ბინები ოფიციალურად 208 ოჯახისთვისაა განკუთვნილი.

ამხანაგობა “წაბლანა 2015”-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავდაპირველ სიაში სწორედ ამ რაოდენობის კომლი იყო შეტანილი. 3 წლის წინ სწორედ ამ ამხანაგობამ აიღო მთავრობისა და ჰესების მშენებელი კომპანიის თანადაფინანსებით, კორპუსების აშენებაზე პასუხისმგებლობა და 208 ოჯახისთვის ბინის გადაცემის ვალდებულება, თუმცა სახელმწიფოს კონტროლის გარეშე დარჩენილ გაერთიანებას ფინანსური კრიზისი შეექმნა და მშენებლობა შეჩერდა.

2016 წელს ამხანაგობის ინიციატივით,  პროცესში მართვის კომპანია GGM-ი ჩაერთო. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთანხმების თანახმად შემოდგომისთვის ამხანაგობას 208 ბინას ჩააბარებენ, რომლებიც საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე.  

გაერთიანება იქნება პასუხისმგებელი ბინების განაწილებაზე. ოფიციალურად განაწილებამდე ოჯახებს უკვე აქვთ პრეტენზია ბინების მდებარეობაზე. აცხადებენ, რომ ბინა სასურველი მდებარეობით ყველა ოჯახს არ ხვდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი