ქობულეთში 2,5 ჰექტარ ფართობზე სათბურების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 50 ერთეული სათბური, რომლებიც აღჭურვილი იქნება წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით.
ასევე აგროპარკი უზრუნველყოფილი იქნება 2 ერთეული 150 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარით, ელექტრო ენერგიით, მისასვლელი გზებითა და სანიაღრვე არხებით. სათბურების მშენებლობა შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, რომლებიც სარგებლობაში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცემათ. პროექტისთვის 2 მილიონ 454 ათას 867 ლარი დაიხარჯება.