შუახევში მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განახლდა. 10 წევრიანი საბჭო სასოფლო თემების წარმომადგენლებისაგან და მეწარმეებისგან არის დაკომპლექტებული.
საბჭოს შექმნის მიზანი მოსახლეობის პრობლემების შესახებ მერიის ინფორმირებაა. შEხვედრაზე მომავალ პროექტებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს. საბჭო სამ თვეში ერთხელ შეიკრიბება. წევრებმა თავმჯდომარედ ბეჟან ხიმშიაშვილი აირჩიეს.