სიძველისგან დაზიანებული სახლების აღწერა

20 მარტი 2018, 00:00 1871 ნახვა

შუახევის მერია, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს,  რომლებსაც საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაუზიანდათ,  ხის სახლებს შეუსყიდის.  მერიაში ბენეფიციართა განცხადებების მიღება დაიწყო.  

შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით,    ერთი სახლის შესაძენად  მაქსიმუმ  10 000 ლარა გათვალისწინებული.  საცხოვრებლის გადასატანად ოჯახებს მერია დამატებით თანხას ჩაურიცხავს.  პროგრამაში ჩასართავად თვითმმართველობას გასულ წელს  46-მა ბენეფიციარმა მიმართა, მათგან 12 -ი დაკმაყოფილდა. წელს აღნიშნული პროგრამისათვის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გაწერილი და თანხა  9 ბენეფიციარზე დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი