არჩილ ტატუნაშილის ცხედარი ქართულ  მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ

20 მარტი 2018, 00:00 1950 ნახვა

შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს დღეს  გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსცეს- ინფორმაციას ,,ფრონტ ნიუსი” ავრცელებს, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვერ ადასტურებს. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რომ პროცესები უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი