სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრაზე მოკვლევა დაიწყო

19 მარტი 2018, 00:00 3203 ნახვა

ბათუმის მერიის სანდასუფთავების თანამშრომლებმა ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურები გამოიძახეს.

სამშენებლო ნარჩენები სავარაუდოდ მიმდებარედ არსებული დანგრეული საცხოვრებელი სახლებიდან გამოიტანეს. სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის დაბინძურება ერთ კუბურ მეტრზე ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1500 ლარით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი