ბათუმში ტემპერატურა 25 გრადუსს გადააჭარბებს

16 მარტი 2018, 00:00 6890 ნახვა

ბათუმში, ერთდღიანი წვიმის შემდეგ ხვალ დილით გამოიდარებს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში, აჭარაში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო ზოლში +27, მთიან რაიონებში კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

17 მარტს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება.

18-19 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობზე ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში კი ჰაერი +19, +21 გრადუსამდე გათბება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი