თბილისში კანონიერი ქურდი დააკავეს

16 მარტი 2018, 00:00 2465 ნახვა

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გუშინ, 15 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორში კანონიერი ქურდი დააკავეს. მისი დეპორტაცია ბელორუსიის რესპუბლიკიდან მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1993 წლიდან, ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქუდად და იმყოფებოდ რუსეთის ფედერაციაში. სამართალდამცველების ინფორმაციით იგი ქურდულ გარჩევებში იღებდა მონაწილეობას. 

სამინისტროს  წარმომადგენლის განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრი საქართველოში შემოსვლისთანავე დააკავეს. მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი