სოლსბერში ყოფილ რუს აგენტთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს. ლონდონმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ სამხედრო კლასის ნერვული აგენტების - ე.წ. ,,ახალბედას" გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულა და საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. სხდომა ბრიტანული მხარის ინიციატივით გაიმართა.
საკითხი ჯერ დახურულ შემდეგ კი ღია რეჟიმში განიხილეს. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბრიტანეთის ბრალდებას უპასუხისმგებლოდ შეაფასა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სკრიპალის მოწამვლას სიგნალი უწოდა მათთვის, ვინც რუსეთში პუტინის რეპრესიებს არ ეთანხმება. რუსეთის პირველმა დიპლომატმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მალე ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს და არავის დიქტატსა და ულტიმატუმს არ მიიღებს.