ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულშია. ამის შესახებ „National Geographic Traveler"- წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზღვისპირა ქალაქი უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილია.
გამოცემა ბათუმს ისეთი ქალაქების გვერდით ასახელებს, როგორებიცაა: ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.
სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს. „National Geographic Traveler"-ის ჟურნალისტი აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.