საპატრიარქო: “გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია ეკლესიის ავტორიტეტი”

14 მარტი 2018, 00:00 2417 ნახვა

ცოტა ხნის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აცხადებენ, რომ იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღა, რომელიც შესაძლოა მაღალი იერარქიის პირებს დაუკავშირდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული ძალებისთვის მიუღებელია ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. “არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს”- განაცხადა საპატრიარქოს მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არის მცდელობა ეკლესიის პოლიტიკურ თამაშებში გამოყენების. ბოტკოველს არ დაუკონკრეტებია დეტალები. “ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ”ჯიპების” თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა, ,,ციანიდის საქმე” – აღნიშნავს ბოტკოველი. რესპუბლიკური პარტიიდან, ან სხვა ოპოზიციური თუ სახელისუფლებო გუნდიდან ჯერ განცხადებას არავინ გამოხმაურებია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი