იპოთეკით დაზარალებულების აქცია ქობულეთში

14 მარტი 2018, 00:00 2273 ნახვა

ქობულეთში იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. ისინი იმ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც გამოსახლება სამი წლის ვადით გადაიდება. მოქალაქეების ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილი გამოსახლების გადავადებას ეწინააღმდეგება.

დაზარალებული მოქალაქეები საქართველოს მთავრობას კანონპროექტის დამტკიცებას და სესხების დასაფარად საშეღავათო პერიოდს მოითხოვენ. ქობულეთში 200-ზე მეტი იპოთეკით დაზარალებული ოჯახია, მათ 2008 წლის ომის გამო სეზონური, კერძო საკუთრებით უზრუნველყოფილი სესხების გადახდა ვერ მოახერხეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი