ცვლილება ცერემბრალური დამბლით დაავადებულთა პროგრამაში

12 მარტი 2018, 00:00 1723 ნახვა

ხულოში ცერებრალური დამბლით და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილება შევიდა. ტრასპორტირების პროგრამას დაემატა ბუნებრივ გარემოში სპეციალისტის მომსახურების სერვისი. თავდაპირველად სპეციალისტის მომსახურებით სამი სოფლის ბავშვები ისარგებლებენ. პროგრამაში სულ 44 ბავშვია ჩართული. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა ხულოს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

ნაციონალური მოძრაობა ხულოში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას ითხოვს. ოთარ შაინიძის განცხადებით, ბენეფიცირებს სამკურნალოდ ხულოდან -ბათუმში სიარული უხდებათ. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის გაიხსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ხარჯები ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

ამავე კატეგორიაში