სკოლა კერძო სახლში. ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო სკოლა დროებით ნაქირავებ სახლში გაიხსნა. სკოლაში სულ 38 მოსწავლე სწავლობს. ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა ბიბლიოთეკა, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით ასევე, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ახალი სკოლით ძენწმანის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.
რეაბილიტაციის ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური დაფარავს. საკითხზე მემორანდუმი აჭარის განათლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.