დაცული თუ დაუცველი მშენებარე ობიექტი -კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

11 მარტი 2018, 00:00 2797 ნახვა

მშენებარე სასტუმრო კომპლექსის დაცვის უფროსი ამბობს, რომ ობიექტზე  სადაც მოზარდი დაშავდა, უსაფრთხოების  ნორმებია დაცულია. ის   პირად საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და   შენობაში მოზარდები შეიპარნენ. სასტუმრო კომპლექსს კომპანია „ჯი აი ემ ჯი“ აშენებს. კომპანიაში ამბობენ, რომ კომენტარი მომხდარის შესწავლის შემდეგ  გაკეთდება.

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა ბათუმის ბულვარში დაუსრულებელი სამშენებლო კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მკურნალობას დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადის. მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდს ძირითადად თავის ტრამვები აღენიშნება და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 ე მუხლით მიმდინარეობს , რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი