კამელიების გამოფენა დღეს გაიხსნება

11 მარტი 2018, 00:00 1919 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დღეს კამელიების გამოფენა გაიმართება. პანორამულ გადასახედზე 78 ჯიშის მოყვავილე  იაპონური კამელია და ბაღში გამოყვანილი  ჰიბრიდები გამოიფინება.

ბაღში გაცილებით მეტი სახეობის კამელია ხარობს, თუმცა ამ დროისთვის 18 ჯიშის მთის კამელია არ ყვავილობს. კამელიების გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკურ ბაღში, წელს მეოთხედ იმართება. გამოფენა 14 საათზე გაიხსნება, ვიზიტორებს ბოტანიკური ბაღი 13 საათიდან მწვანე კონცხის მხრიდან მიიღებს

ამავე კატეგორიაში