მწერებთან და მღრღნელებთან საბრძოლველად 25 ათასი ლარი გამოყო ქობულეთის მერიამ. ელექტრონული ტენდერის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ დეზინფექცია დაბა ოჩხამურში 113 , ქობულეთში 101, ხოლო დაბა ჩაქვში 83 მრავალბინიანი შენობების სადარბაზოებსა და სარდაფებში უნდა ჩაატაროს.
სამუშაოები ჩატარდება სოფელ მუხაესტატეში , ხუცუბანსა და კვირიკეშიც. ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც .