შეჩერებული მშენებლობა

11 მარტი 2018, 00:00 2392 ნახვა

ფურტიო - ბუთურაული - ნენიის წყალსადენის მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” როგორც ნუგზარ ამაღლობელი ამბობს, ზამლეთის ხეობის წყალმომარაგებისთვის წყალსადენის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია.

ოპონენტს შუახევის მერიაში პასუხობენ. მერის მოადგილის განმარტებით, სამუშაოები არა 2016, არამედ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისთვის “ვლადნეფტპროდუქტი” 350 ათასი ლარით დაჯარიმდა. ომარ ტაკიძე  ირწმუნება, რომ  კომპანიაში მენეჯმენტი გამოიცვალა და გასული წლის გაზაფხულიდან სამუშაოები განახლდა,  ობიექტის დასრულების ვადა კი 15 აგვისტომდეა.   სამუშაოების შეჩერების     მიზეზად მან  კლიმატური პირობები დაასახელა.წყალსადენის მშენებლობისთვის შუახევის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია  იხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში