თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი სოფელ ირემაძეებში /ფოტო/

09 მარტი 2018, 00:00 2736 ნახვა

უკანონოდ, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი სოფელ ირემაძეებში.  საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აქ ადგილობრივები ყრიან.

სოფლად მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ,  სოფელში არც ურნებია განთავსებული და ტერიტორიას არც ნარჩენებისგან ათავისუფლებენ. 

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებიდან ხდება.

 ადგილობრივები ამბობენ, რომ გარემოს დაბინძურებისთვის ისინი არავის დაუჯარიმებია. 

აღნიშნული პრობლემა ''მთავარს'' არაერთხელ გაუშუქებია, თუმცა პრობლემა დღემდე უცვლელია.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი