ქალაქის განაშენიანება, ზედამხედველობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გარევაჭრობა – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოსაგვარებლად მერია უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს.
ბათუმის მერი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აპირებენ, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნან და საქართველოს პარლამენტს მიმართონ. მერიას რიგ საკითხებში უფლებამოსილება, რომ უნდა გაეზარდოს ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ბათუმის საკრებულოში.
მიაჩნიათ, რომ კანონდამრღვევი დეველოპერების წინააღმდეგ მოქმედი სანქციები სუსტი და არაეფექტურია. ასევე გარევაჭრობის პრობლემის მოგვარების გზად არ ესახებათ მხოლოდ გაფრთხილების და ვაჭრობის აკრძალვის უფლება.