ხელვაჩაურის მერიას სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან ტენდერი პროექტების ნახევარზე ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
ხელვაჩაურის მერიაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოების ნაწილი გასული წელს დაიწყო, 3 მილიონ ნახევარ ლარზე კი ტენდერებია გამოცხადებული. შესაბამისად პირველ კვარტალში აუთვისებელი მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარია.