უახლოეს დღეებში, სანაპირო ზოლში, თბილი ჰაერის მასები ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას. 7 მარტს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება და იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
თბილი ჰაერის მასების გავრცელება მეტეოროლოგიური აღმოსავლეთის პროცესითაა განპირობებული.
აჭარაში მომდევნო 2 დღე უნალექო იქნება. სანაპირო ზოლში საშუალო ტემპერატურა +20, მთაში +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი.